გუნდი
აკაკი ჩარგეიშვილი
მმართველი პარტნიორი - akaki@chargeishvili.ge
აკაკი ჩარგეიშვილი 2001-წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. გარდა საადვოკატო პრაქტიკისა მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს მუშაობას შემდეგ თანამდებობებზე: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, ,,ეი-ი-ეს თელასის” იურიდიული სამსახურის უფროსი, შპს ,,საქართველოს რკინიგზის’’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სს ,,მადნეულის’’ დირექტორი კორპორაციული მართვის საკითხებში და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სს ,,ქართული ფილმი’’-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, სს ,,ნოვა ტექნოლოჯი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. აკაკი ჩარგეიშვილი არის საქართველოს ინსტიტუციური რეფორმების ცენტრის დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკური მრჩეველთა ჯგუფის წევრი. იგი არის საგადასახადო ორგანოების რეფორმისათვის გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელოს და საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის თანაავტორი. აკაკი ჩარგეიშვილი აქტიურად მოღვაწეობს სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობაში, კითხულობდა ლექციებს ESM-თბილისში ბიზნეს სამართალში, არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
უჩა ქირია
პარტნიორი - u.kiria@cli.ge
სანამ გახდებოდა ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის პარტნიორი, უჩა ქირია იყო ამავე ფირმის იურისტი. ამასთან, სს ნოვა ტექნოლოჯის იურისტი. ის უწევდა კომპანიას სხვადასხვა სამართლებრივ, საგადასახადო და მარეგულირებელ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებს, წარმოადგენდა სასამართლო პროცესებში. უჩა ასევე იყო შპს ინტერნეიშენელ ტრანს ენერჯი კომპანის, შპს ჰიდრო თერმის, ააიპ ასოციაცია საზოგადოება- განვითარებისათვის იურისტი. მას აქვს გამოცდილება სამართლის ისეთ დარგებში, როგორიცაა სახელშეკრულებო სამართალი, ანტიმონოპოლიური სამართალი, შრომის სამართალი, კორპორაციული სამართალი და კორპორაციული მართვა, ინვესტიციების მართვა, უძრავი ქონება და პრივატიზაცია, სასამართლო პროცესი და არბიტრაჟი, კომერციული დავების განხილვა. უჩა არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.
შალვა ბუავა
ადვოკატი - shalvabuava@cli.ge
''ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბზში'' მუშაობის დაწყებამდე შალვა იყო შპს ''კავკასუს ინვესტმენტ კოპანი''-ს მთავარი იურისტი. აქვს ფინანსურ ბიუროში იურისტად მუშაობის დიდი გამოცდილება. კერძო კომპანიებში მიღებული გამოცდილების გარდა, სტაჟირების სრული კურსი გაიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს- სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება მიღებული აქვს ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს- საგამოძიებო კოლეგიაში. პრაქტიკული გამოცდილება აქვს- შრომის სამართლის, ვალდებულებითი სამართლის, სახელშეკრულებო სამართლისა და სამემკვიდრეო სამართლის მიმართულებით.
ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის იურისტის სახელით, იგი კორპორატიულ მომსახურებას უწევს შპს ''ინჟინერთა ჯგუფს'' და შპს '' 3 ჯორჯიან გლობალ გრუპ''-ს. შალვას აქვს უცხოელებთან მუშაობის დიდი გამოცდილებაც. ეროვნული განათლების გარდა, მიღებული აქვს ევროპული განათლებაც- საერთაშორისო და ევროპული ბიზნეს სამართლის სპეციალიზაციით. აქვს სასამართლო დავებში წარმომადგენლად ყოფნის გამოცდილება. დიდი წვლილი აქვს შეტანილი ახალგაზრდების იურიდიულ განათლებაში. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, იგი სისხლისა და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ჩატარებული კურსების ხელმძღვანელად არაერთხელ იყო მიწვეული. გავლილი აქვს როგორც საერთშორისო, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ ჩატარებული ტრენინგები. მიღებული სერთიფიკატები მოიცავს: ადვოკატირებას, ანტიკორუფციულ საკითხებს, ევროკავშირის სამართალს, ევროპული სისხლის სამართლის საფუძვლებს, ადამიანის უფლებებს, მედიაციას, ხელშეკრულების შედგენის ტექნიკას, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი (სასაქონლო ნიშანი) და სხვა მიმართულებებს. 2015 წელს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაჯილდოვდა, სამეცნიერო კონფერენციებსა და კონკურსებში მიღწეული წარმატებისთვის.